სვანეთის საერთაშორისო კინო ფესტივალის ფარგლებში, მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, საკონკურსო მოკლე მეტრაჟიანი ფილმების ჩვენება გაიმართა.
საკონკურსოდ შერჩეულია 20-მდე ფილმი, რომლებსაც უცხოელი და ქართველი კინო კრიტიკოსები შეაფასებენ. ჟიურის წევრების მიერ გამოვლინდება საუკეთესო მოკლე მეტრაჟიანი ფილმი, რომლის ავტორსაც გადაეცემა ,,ქალღმერთი დალის“ გრან-პრი, ხოლო სხვა გამარჯვებულ ფილმების ავტორებს ფულადი პრიზები. ფესტივალი წელს 100-მდე უცხოელ და ქართველ კინო ხელოვანს მასპინძლობს.