ბათუმში, შამილაძის ქუჩაზე დენის დარტყმის შედეგად კაცი დაიღუპა.
როგორც ადგილობრივი მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, ელექტროენერგიის დაზიანებული ხაზის შესაკეთებლად სპეციალისტი გამოიძახეს და უბედური შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა კაცი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.