ავტორი ანა ნონიკაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა „რეპორტიორთან" საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკას განვითარებისთვის კიდევ 10-15 წელი სჭირდება და ამ საკითხთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილს ეთანხმება.
„ჩვენი ეკონომიკის ზრდა არის 3-4 % წელიწადში, რაც არის ევროპის ეკონომიკაზე ორჯერ მეტი, მაგრამ ათეულობით წლები დაგვჭირდება, რომ ევროპის ეკონომიკას დავეწიოთ. ამისთვის 10-15 წელი გვჭირდება, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ზრდა 3-4 % 5-7%-მდე გაიზრდება.
ბიძინა ივანიშვილის შეფასება დროში ევროპის ეკონომიკასთან დაწევასთან დაკავშირებით არის სწორი. ამ მონაცემებით, განვითარებული ქვეყნების ეკონომიკა წინ არის და ასევე ვითარდება, აქედან გამომდინარე, ჩვენი ეკონომიკა სამჯერ სწრაფად უნდა მიიწევდეს წინ, რომ ეს ჩამორჩენა 10-15 წელში აღარ იყოს",- განაცხადა ქუცნაშვილმა.