logo_geo
eng_logo
ისტორიული არქივის შექმნაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, გოგი გიორგობიანს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ჯილდო გადაეცა
- +

22 ივლისი. 2023. 22:49

 

 

ისტორიული არქივის შექმნაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, გოგი გიორგობიანს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ჯილდო გადაეცა.

 

ეროვნულ ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, ქართული ძეგლების დოკუმენტალისტის პერსონალური ფოტოგამოფენა გაიმართა.

 

გამოფენა გოგი გიორგობიანის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა. საუბილეოო საღამოზე, მას ეროვნულმა ბიბლიოთეკამ სპეციალური ჯილდო, გულსაბნევი გადასცა. ეროვნული ბიბლიოთეკის ჯილდო დაარსებიდან დღემდე სულ რამდენიმე ადამიანს აქვს მიღებული. გოგი გიორგობიანმა ეროვნულ ბიბლიოთეკას მე-20 საუკუნის მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტების ამსახველი ფოტო-დოკუმენტები გადასცა. ამ დროისთვის, ფოტომასალის გაციფრულება მიმდინარეობს. გოგი გიორგობიანმა გადაიღო ორი ათასამდე ისტორიული ექსპონატი, ხუთასზე მეტი კულტურული, არქიტექტურული და ისტორიული ძეგლი, ეკლესია და მონასტერი, მოვლილი აქვს ასობით არქეოლოგიური ექსპედიცია.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner