logo_geo
eng_logo
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები იტალიის ქალაქ ტრევიზოში ჩავიდა, სადაც მსოფლიოს ჩემპიონატისთვის გენერალურ შეკრებას გაივლის
- +

22 ივლისი. 2023. 23:02

 

 

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები იტალიის ქალაქ ტრევიზოში ჩავიდა, სადაც მსოფლიოს ჩემპიონატისთვის გენერალურ შეკრებას გაივლის.

 

თბილისიდან ტრევიზოში ნაკრები 15 კალათბურთელით გაემგზავრა, ხოლო შეკრებაზე გამოძახებული კიდევ სამი მოთამაშე გუნდს დღეს და ხვალ შეუერთდება. კალათბურთელებს ტრევიზოში დახვდა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი, რომელიც იტალიაში საბერძნეთიდან ჩავიდა.

 

გუნდმა ტრევიზოში ჩასვლისთანავე პირველი მოთელვითი ვარჯიში გამართა, დღეიდან კი სრული დატვირთვით მოემზადება. საქართველოს ნაკრების 18-კაციანი გუნდი ტრევიზოში 10 დღის განმავლობაში ივარჯიშებს. მათგან ის 12 მოთამაშე შეირჩევა, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატზე, იაპონიაში გასამგზავრებელ შემადგენლობაში მოხვდებიან.

 

იტალიაში, კემპის დასრულების შემდეგ, ილიას ზუროსის გაწვრთნილი ნაკრები პირველ მატჩს ტრევიზოშივე, ეგვიპტის ეროვნულ გუნდთან გამართავს, რის შემდეგაც ლიეტუვაში, შემდეგ კი ლატვიაში გაემგზავრება და ამ ქვეყნების ნაკრებებთან პირველ და 5 აგვისტოს ითამაშებს. 12- 13 აგვისტოს თბილისში საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი გაიმართება, რომელშიც საქართველოსთან ერთად მონტენეგრო, იორდანია და ირანი ითამაშებენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner