logo_geo
eng_logo
ისტორიული არქივის შექმნაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, გოგი გიორგობიანს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ჯილდო გადაეცა
- +

23 ივლისი. 2023. 01:15

 

 

ეროვნულ ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ქართული ძეგლების დოკუმენტალისტის, გოგი გიორგობიანის პერსონალური ფოტოგამოფენა გაიმართა. გამოფენა გოგი გიორგობიანის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა. საიუბილეო საღამოზე გოგი გიორგობიანს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ სპეციალური ჯილდო, გულსაბნევი გადასცა. ეროვნული ბიბლიოთეკის ჯილდო დაარსებიდან დღემდე სულ რამდენიმე ადამიანს აქვს მიღებული და ეროვნული ფოტოარქივის შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილისთვის ეს ჯილდო დღეს გოგი გიორგობიანს გადაეცა. 

 

გოგი გიორგობიანმა ეროვნულ ბიბლიოთეკას მე-20 საუკუნის მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტების ამსახველი ფოტოდოკუმენტები გადასცა. ამ დროისთვის, ფოტომასალის გაციფრულება მიმდინარეობს და სულ მალე ნებისმიერ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, დოკუმენტალისტის პერსონალურ კოლექციას გაეცნოს.  

 

ბატონმა გოგიმ მართლაც შეუფასებელი, უდიდესი ნაშრომი გადმოსცა ეროვნულ ბიბლიოთეკას. ასობით ისტორიული მნიშვნელობის ფოტოა, რომელიც მომავალში ისტორიკოსებს ბევრი ფაქტის გაანალიზებაში დაეხმარება. ეროვნულ ბიბლიოთეკაში ახლა მიმდინარეობს ამ ფოტომასალის გაციფრულება  და ვაკეთებთ ბატონი გოგის პერსონალურ კოლექციას.  ნებისმიერ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, ნახოს ეს კოლექცია და გაეცნოს მის ნამუშევრებს. სწორედ იმიტომ, რომ მან ასეთი მნიშვნელოვანი საჩუქარი გაუკეთა ეროვნულ ბიბლიოთეკას, ჩვენ გადავეცით სპეციალურ სამახსოვრო გულსაბნევი, რომელიც ბიბლიოთეკის ერთგულ მეგობრებს ეკუთვნით,  მისი დაარსებიდან დღემდე სულ რამდენიმე ადამიანს აქვს ეს ჯილდო მიღებული   იქიდან გამომდინარე, რომ მხოლოდ გამორჩეულ მეგობრებს გადავცემთ ამ ჯილდოს“, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ, მირიან ხოსიტაშვილმა. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner