logo_geo
eng_logo
ზვიად ჩიტიშვილი: „ჩვენი სამშობლოს“ მიზანი კონფლიქტური სიტუაციების მოგვარებაა
- +

ავტორი ანა ფერაძე

6 სექტემბერი. 2016. 11:00



„რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე პარტია „ჩვენი სამშობლოს" ლიდერმა ზვიად ჩიტიშვილმა განაცხადა რომ თამაზ მეჭიაურთან ბლოკის არშექმნის მიზეზი მისი კავშირი ლევან მამალაძესთან გახდა. აქვე ჩიტიშვილმა აღნიშნა, რომ შედგა კოალიცია, რომელშიც „მრეწველები" და „ჩვენი სამშობლო" გაერთიანდნენ.

 

„ჩვენი მას შემდეგ დავტოვეთ თამაზ მეჭიაურის კოალიცია, როცა გავიგეთ, რომ მას კავშირი ჰქონდა ლევან მამალაძესთან, ეს ჩვენთვის მოულოდნელი იყო.


„ჩვენი სამშობლო" პირადად ჩემი თანხებით  ფინანსდება. ჩვენმა პარტიამ უკვე ჩამოაყალიბა კოალიცია „თოფაძე-მრეწველები "  და „ჩვენი სამშობლო". მიხარია, რომ ჩვენს გვერდით პატიოსანი ადამიანები არიან.

 

პარტია „ჩვენი სამშობლოს" მიზანი კონფლიქტური სიტუაციების მოგვარებაა და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას შევძლებთ", - განაცხადა ზვიად ჩიტიშვილმა.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner