ავტორი ანა ფერაძე
„რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე პარტია „ჩვენი სამშობლოს" ლიდერმა ზვიად ჩიტიშვილმა განაცხადა რომ თამაზ მეჭიაურთან ბლოკის არშექმნის მიზეზი მისი კავშირი ლევან მამალაძესთან გახდა. აქვე ჩიტიშვილმა აღნიშნა, რომ შედგა კოალიცია, რომელშიც „მრეწველები" და „ჩვენი სამშობლო" გაერთიანდნენ.
„ჩვენი მას შემდეგ დავტოვეთ თამაზ მეჭიაურის კოალიცია, როცა გავიგეთ, რომ მას კავშირი ჰქონდა ლევან მამალაძესთან, ეს ჩვენთვის მოულოდნელი იყო.
„ჩვენი სამშობლო" პირადად ჩემი თანხებით ფინანსდება. ჩვენმა პარტიამ უკვე ჩამოაყალიბა კოალიცია „თოფაძე-მრეწველები " და „ჩვენი სამშობლო". მიხარია, რომ ჩვენს გვერდით პატიოსანი ადამიანები არიან.
პარტია „ჩვენი სამშობლოს" მიზანი კონფლიქტური სიტუაციების მოგვარებაა და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას შევძლებთ", - განაცხადა ზვიად ჩიტიშვილმა.