ავტორი თამუნა ნათაძე
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თელავისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი სესიაშვილი „რეპორტიორთან" საუბრისას აცხადებს, რომ გარშემო იმდენად ჭრელი პოლიტიკური ძალები არსებობენ და იმდენად არაპროგნოზირებადია მათი პოლიტიკური პერსპექტივები, რომ ისინი მისთვის არანაირ პოლიტიკურ ღირებულებას არ წარმოადგენენ.
„მე ვიცი „ქართული ოცნების" ძალა, „ქართული ოცნების" შესაძლებლობა და მთლიანად ორიენტირებული ვართ, რომ მოვახდინოთ ჩვენი გუნდის მობილიზება და ჩვენმა საზოგადოებამ მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია გაკეთებული საქმიანობის შესახებ. გარშემო იმდენად ჭრელი პოლიტიკური ძალები არსებობენ და იმდენად არაპროგნოზირებადია მათი პოლიტიკური პერსპექტივები, რომ ისინი ჩემთვის არანაირ პოლიტიკურ ღირებულებას არ წარმოადგენენ. ამ ფონზე ნამდვილად არ მიჭირს ვთქვა, ვინ შეძლებს არჩევნებში ბარიერის გადალახვას",- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.