logo_geo
eng_logo
ნაგომარში საცხენოსნო შეჯიბრი „ოზურგეთის თასი - 2023“ გაიმართა
- +

23 ივლისი. 2023. 17:12

 

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში დოღი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საცხენოსნო კლუბებმა სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან და აზერბაიჯანიდან.

 

გარბენი სამ დისტანციაზე ჩატარდა; გამარჯვებულებს ფულადი პრიზები და საჩუქრები გადაეცათ.

 

ღონისძიება კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლმა „ვახტანგურმა“ და ჯუმბერ დუნდუას სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „გურიამ“ გააფორმეს.

 

„სოფელ ნაგომარში საცხენოსნო შეჯიბრი - „ოზურგეთის თასი - 2023“ ჩავატარეთ, რომელიც ამიერიდან ტრადიციული, ყოველწლიური ღონისძიება გახდება და ჩვენი მუნიციპალიტეტის აქტივობების კალენდარში გამორჩეულ ადგილს დაიკავებს! წლევანდელი შეჯიბრის გამარჯვებული ოზურგეთელი თორნიკე თოდრია გახდა! თორნიკეს ვულოცავ გამარჯვებას, ხოლო მონაწილეებს ყველა მუნიციპალიტეტიდან - მადლობას ვუხდი!

 

განსაკუთრებული მადლობა მსურს გადავუხადო საქართველოს ხალხური ცხენოსნობის ეროვნულ ფედერაციას, ორგანიზატორებს და სპონსორებს“, - აღნიშნა ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner