logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: სიძულვილის მედიამ ბიძინა ივანიშვილს ახალი პრეტენზია წაუყენა...
- +

23 ივლისი. 2023. 19:04

 

 

„წლებია ადამიანს, მის ოჯახს ლანძღავთ, სიძულვილის ქარცეცხლში ახვევთ და თან ფულს სთხოვთ ქვეყნისთვის, ბიუჯეტისთვის, პანდემიის ფონდისთვის (ხომ გახსოვთ, მოვითხოვთ, მესამედი ჩარიცხოსო?), ტურიზმისთვის. არაა უტიფრობა?“ - ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„გუშინ სიძულვილის მედიამ ბიძინა ივანიშვილს ახალი პრეტენზია წაუყენა: სურათებს ფლობსო და მუზეუმში რატომ არ ინახავს, ტურისტებს მოიზიდავდაო?!

 

ამათგან არ მიკვირს, მაგრამ ვუპასუხებ მაინც.

 

ჯერ ერთი, თქვენი პატრონების ნაძარცვ ქონებას მიხედეთ.

 

მეორე, რა თქვენი საქმეა, კერძო პირი როგორ და სად შეინახავს თავის ქონებას?

 

მესამე, ნიკო ფიროსმანის ნახატები რომ შეიძინა ბიძინა ივანიშვილმა და ხელოვნების მუზეუმს საჩუქრად გადასცა, მადლობა უკვე უთხარით, ხომ? წინა ხელისუფლების დროს მუზეუმებიდან დაკარგულ ნახატებზე აღარაფერს ვწერ.

 

მეოთხე, ტურიზმზე მართლა ზრუნავთ თუ ახლა დაგჭირდათ თემის დასამძიმებლად? თუ მართლა გადარდებთ (ვის სჯერა?!), რას დარბიხართ და პანიკიორობთ, ზღვაში ჩასვლა საშიშიაო, წყალი დაბინძურებულიაო?!

 

მეხუთე, რასაც აკეთებს ივანიშვილი ათეული წლების მანძილზე, სხვადასხვა სფეროების განვითარებასთან ერთად, თითქმის ყველა, პირდაპირ თუ ირიბად, ტურიზმის განვითარებას უკავშირდება: ასეულობით ეკლესია-მონასტერი, ასეულობით კულტურული და ისტორიული ძეგლი, თეატრები, მუზეუმები, სახლ-მუზეუმები, პარკები, ტყე-პარკები, დენდროპარკები, მინიატურების პარკი, ციხე-სოფელი, ბოტანიკური ბაღები, დელფინარიუმი, გასართობი ცენტრები, ოპერა, კონსერვატორია, კახიძის ცენტრი და უამრავი სხვა. თქვენისთანებისგან იმსახურებს პრეტენზიას - ტურიზმს არ აქცევს ყურადღებასო?

 

მეექვსე, სააკაშვილის ხელისუფლებას ყველა სატრაბახო რეფორმა რომ დაუფინანსა, მადლობა გადაუხადეთ?

 

მთავარი. წლებია ადამიანს, მის ოჯახს ლანძღავთ, სიძულვილის ქარცეცხლში ახვევთ და თან ფულს სთხოვთ ქვეყნისთვის, ბიუჯეტისთვის, პანდემიის ფონდისთვის (ხომ გახსოვთ, მოვითხოვთ, მესამედი ჩარიცხოსო?), ტურიზმისთვის. არაა უტიფრობა? საკუთარ მდიდარ პატრონებს რომ მოსთხოვოთ ბიუჯეტში ფულის დაბრუნება, გეშინიათ?“ - წერს ამირან სალუქვაძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner