logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: როდესაც ფულს ხარჯავ იმაში, რომ შენი ქვეყანა დასანქცირდეს და ამ ყველაფერს შემდეგ აბრალებ სხვას, ეს ნიშნავს იმას, რომ მტრობ ქვეყანას
- +

23 ივლისი. 2023. 20:25

 

 

მიხეილ სარჯველაძემ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტები კიდევ ერთხელ შეაფასა. ამ თემაზე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ „იმედის კვირასთან“ ისაუბრა.

 

„ეს არ არის ხალხი, რომელსაც არ ეკუთვნის საქართველოში პოლიტიკოსობის მორალური უფლება. იმიტომ რომ როდესაც ფულს ხარჯავ იმაში, რომ შენი ქვეყანა დასანქცირდეს და ამ ყველაფერს შემდეგ აბრალებ სხვას, ეს, რა საკვირველია, ნიშნავს იმას, რომ აქ პატრიოტიზმი არამცთუ მეორეხარისხოვანია, ეს ნიშნავს იმას, რომ მტრობ ქვეყანას“, - აცხადებს სარჯველაძე.

 

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ ახალი ინფორმაცია გამოქვეყნდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner