logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: სააკაშვილის ლობისტების მიერ დახარჯული ფულიდანაც მკაფიოდ გამოჩნდა, რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის FARA-ს მსგავსი კანონი ჰქონდეს
- +

23 ივლისი. 2023. 20:42

 

 

„კელი დეგნანმა ერთ-ერთ შეხვედრაზე მაღალი თანამდებობის პირთან პირდაპირ თქვა: „არ გვაინტერესებს, საიდან გადმოწერეთ ეს კანონი. ამას დაერქმევა „რუსული კანონი“. ამის ლობირება მათ შეძლეს“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა „იმედის კვირასთან“ გამჭვირვალობის შესახებ კანონზე საუბრისას განაცხადა. მან ასეთი კანონის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

„შედეგი იყო ძალიან ცუდი საქართველოსთვის, იმიტომ რეალურად ქვეყანას სჭირდება გამჭვირვალობის შესახებ კანონი , ისევე როგორც ეს კანონი სჭირდება იგივე ევროკავშირს, სადაც დაისვა კიდევაც საკითხი და სააკაშვილის ლობისტების მიერ დახარჯული ფულიდანაც მკაფიოდ გამოჩნდა, რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, რომ მსგავსი კანონი ჰქონდეს“, - განაცხადა სუბარმა.

 

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ ახალი ინფორმაცია გამოქვეყნდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner