logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: ერთხელ და სამუდამოდ, ყველამ უნდა გაითავისოს - როგორც ადგილობრივმა, ისე უცხოელმა, რომ საქართველოში სამართალი არ იყიდება
- +

23 ივლისი. 2023. 21:26

 

 

იუსტიციის მინისტრმა „იმედის კვირასთან“ მიხეილ სააკაშვილთან შესული პოლონელი ექიმების სკანდალზე ისაუბრა. რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ ეს საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიის ნაწილია.

 

„პირდაპირ მიმდინარეობს კამპანია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, იმისთვის რომ საქართველო და ქართველი ხალხი დაზარალდეს და არსებობს ძალები, რომლებიც ვერ ეგუებიან საქართველოში მშვიდობას. ერთხელ და სამუდამოდ, ყველამ უნდა გაითავისოს - როგორც ადგილობრივმა, ისე უცხოელმა, რომ საქართველოში სამართალი არ იყიდება. ის ან არის, ან არ არის“, - განაცხადა ბრეგაძემ.

 

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 14 ივლისს მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მსჯავრდადებულ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა მის მალულად გატანას.

 

პოლონელმა ექიმმა ჩამორთმეულ ახსნა-განმარტებაში თავად დაადასტურა მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის წინდაში განთავსებისა და გატანის მცდელობის ფაქტი.

 

პოლონელ მედიკოსთან დაკავშირებული ინციდენტის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი.

 

პოლონეთის საგარეო უწყების განცხადებით, პოლონური მხარე იმედოვნებს ქართველ პარტნიორებთან თანამშრომლობის უცვლელად გაგრძელებას და გამოთქვამს მზადყოფნას, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ქართველი პარტნიორებისა და მიხეილ სააკაშვილის დახმარებას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner