logo_geo
eng_logo
„ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხზე ჩვენ საშინაო დავალება ძალიან კარგად შევასრულეთ და ქებას ვიმსახურებთ“
- +

6 სექტემბერი. 2016. 11:04



საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვიზა-ლიბერალიზაციაზე საუბრის კონტექსტში აღნიშნა, რომ ამ პროცესის გაჭიანურება ევროკავშირის შიგნით არსებულ პრობლემებს უკავშირდება.



პირდაპირ რომ გითხრათ, ჩვენ გაცილებით უფრო ორგანიზებული ვართ ამ თანამშრომლობის საკითხში, ვიდრე ევროკავშირი. ჩვენ საშინაო დავალება ძალიან კარგად შევასრულეთ და ქებას ვიმსახურებთ. ვაჩვენებთ, რომ ვიზიარებთ ევროპის ფასეულობებს. ევროკავშირის შიგნით არის გამოწვევები, მათ საკუთარი დღის წესრიგი აქვთ და საკითხები, რომლებიც გადასაწყვეტია", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.



მიუხედავად ამისა, პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ საქართველო უახლოეს მომავალში მიიღებს ვიზა-ლიბერალიზაციას და მას უფრო დატვირთული ევროპული დღის წესრიგი ექნება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner