აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქალაქ ბურსას მერს ალინურ აქთაშს შეხვდა. შეხვედრაზე ქვეყნებსა და რეგიონებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს, დაიგეგმა სამომავლოდ პროექტების ერთობლივად განხორციელება სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული, საგანმანათლებლო მიმართულებით. ასევე, განხილულ იქნა ყველა აქტუალური საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია ბურსაში მცხოვრები ქართული წარმოშობის მოქალაქეებისთვის.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები საჯარო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან. ასევე, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.