კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა საქართველოში ამერიკის ელჩს კელი დეგნანს „ტვიტერით“ მიმართავს.
„ელჩო დეგნან, აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მიერ ოთხშაბათს გამოქვეყნებული დოკუმენტი, სადაც თქვენი საელჩო არის მოხსენიებული, პარასკევს ნანახი რომ არ გქონდათ, ნახეთ? თუ, რადგან რუსულ კანონ FARA-ს ეფუძნება, არ ენდობით.
ვნებათაღელვაა ირგვლივ, დაგვამშვიდეთ, რომ დოკუმენტი ყურადღებად არ ღირს!“ - წერს გოგა ხაინდრავა.