logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი უკრაინის ხელისუფლებაზე: ისინი არ აქცევენ ყურადღებას ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, აგრძელებენ ცილისმწამებლურ კამპანიას საქართველოს წინააღმდეგ, რომლის მიზანია საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა რუსეთის წინააღმდეგ
- +

24 ივლისი. 2023. 12:18

 

 

„როდესაც სააკაშვილთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი უკრაინიდან, პირდაპირ ვიტყვი, გამოაძევეს, ეს იყო საქართველოს მიმართ ძალიან მტრული და გამიზნული ნაბიჯი იმიტომ, რომ ამ დაძაბული მდგომარეობის ფონზე როგორმე მიაღწიონ თავიანთი მიზანს“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა მედიასთან განაცხადა.

 

მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ მტრულ ქმედებებს, რომელთა მიზანი მინიმუმ, საქართველოს დასანქცირება, ხოლო მაქსიმუმ - საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაა.

 

„ყველაფერი შეგვიძლია დავარქვათ უკრაინის ხელისუფლებას, ყველაფერი შეიძლება ვთქვათ მათზე მოტყუებულის გარდა. თუ ვინმემ ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა, ეს იყო უკრაინის ხელისუფლება. თავიდანვე გვქონდა ეჭვები და ბოლოდროინდელი განცხადებებით, ბოლო დროის ქმედებებით კიდევ უფრო გამომჟღავნდა და დავრწმუნდით, რომ მათ ძალიან კარგად იცოდნენ, როგორ ხდებოდა სააკაშვილის საქართველოში შემოპარების კამპანიის დაგეგმვა. არა მხოლოდ იცოდნენ, არამედ დარწმუნებული ვარ, ისინი ამაში ჩართულებიც იყვნენ. პრაქტიკულად, ამის პირდაპირი მტკიცებულებაა, როდესაც დამნაშავე ადამიანი, რომელმაც დაარღვია უკრაინის და საქართველოს კანონმდებლობა (და ეს დადასტურებულია) - გია ლორთქიფანიძე არა მხოლოდ არ დასაჯეს, არამედ დააწინაურეს, მაღალი თანამდებობა მისცეს და უკრაინის სახელმწიფოს ძალიან მაღალი დონის ორდენითაც დააჯილდოვეს.

 

ისინი საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება, მისი სამკურნალოდ არსად გადაყვანა არ არის საჭირო და საქართველოში ის არის ძალიან კარგ პირობებში. ისინი აგრძელებენ თავიანთ ცილისმწამებლურ კამპანიას საქართველოს წინააღმდეგ და ამ კამპანიის მიზანი არის არა უბრალოდ სააკაშვილის ციხიდან გამოყვანა, არამედ ისევ და ისევ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა რუსეთის წინააღმდეგ. ეს გამოჩნდა ძალიან ბევრ განცხადებაში (აღარ ჩამოვთვლი - დანილოვი, არახამია, პოდოლიაკი, არესტოვიჩები - ესენი მეორეხარისხოვანი ფი გურები არიან).

 

ეს პირდაპირ გამოჩნდა მაშინ, როდესაც საქართველოდან ელჩი გაიწვია უკრაინის პრეზიდენტმა და პირდაპირ თქვა, რომ ელჩმა ვერ უზრუნველყო საქართველოში იმ თვითმფრინავის დასმა, რომელიც წაიყვანდა მოხალისეებს. ვინ, თუ არა ზელენსკიმ, ძალიან კარგად იცოდა, რომ ეს პირდაპირ საქართველოს ომში ჩართვის მიზეზი გახდებოდა. იგივე, როდესაც სააკაშვილთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი უკრაინიდან, პირდაპირ ვიტყვი, გამოაძევეს, ეს იყო საქართველოს მიმართ ძალიან მტრული და გამიზნული ნაბიჯი იმიტომ, რომ ამ დაძაბული მდგომარეობის ფონზე როგორმე მიაღწიონ თავიანთი მიზანს. მიზანი კი არის მინიმუმ, საქართველოს დასანქცირება, ხოლო მაქსიმუმი, ანუ საბოლოო შედეგი - ხელისუფლების ცვლილება იმ ხელისუფლებით, რომელიც არესტოვიჩის სიტყვებით რომ ვთქვათ, უზრუნველყოფს საქართველოს ომში ჩართვას“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner