ევროპარლამენტში საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხზე მომხსენებელი მარია გაბრიელი საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციისთვის LIBE-ს კომიტეტის დადებით გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ევროპარლამენტმა საქართველოსადმი ძლიერი გზავნილი გააჟღერა.
მარია გაბრიელმა ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ როცა კრიტერიუმები დაკმაყოფილებულია, არ არსებობს მიზეზი შეფერხებისთვის.
„საქართველოს მხარდაჭერით ევროპარლამენტმა უკვე დააფიქსირა ძლიერი გზავნილი. შემდეგი ნაბიჯი უკვე საბჭოზეა დამოკიდებული. ახლა ჩვენ დროულად უნდა დავიწყოთ მოლაპარაკებები, რომ პროცესი რაც შეიძლება მოკლე ვადებში დასრულდეს. ჩემი, როგორც მომხსენებლის პოზიცია უცვლელია - როცა კრიტერიუმები დაკმაყოფილებულია, არ არსებობს მიზეზი შეფერხებისთვის", - განაცხადა მარია გაბრიელმა.