logo_geo
eng_logo
ვაკის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება
- +

24 ივლისი. 2023. 13:42

 

 

ვაკის რაიონში გზების განახლება აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის, 90-მდე მისამართზე, დაახლოებით, 50 000 კვ.მ ფართობის გზის საფარი რეაბილიტირდა.

 

გარდა ამისა, 10 მისამართზე მიმდინარეობს დასასვენებელი სივრცეების კეთილმოწყობა, ხოლო ხუთ მისამართზე სპორტული მოედნების განახლება. გამგეობის დაკვეთით, ორ მისამართზე ასევე, მოეწყო სადრენაჟე და სანიაღვრე ქსელები, ორ მისამართზე დამცავი კედლები, ცხრა მისამართზე კი, საერთო სარგებლობის კიბეები.

 

თანამშრომლობა ვაკის რაიონში რეგისტრირებულ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთანაც აქტიურად მიმდინარეობს. მათი მომართვიანობის საფუძველზე, გამგეობამ, მიმდინარე წელს 65 პროექტი განახორციელა, რაც ამხანაგობების საერთო ქონების განახლებას გულისხმობს. სხვადასხვა სამუშაოსთან ერთად, 30 მისამართზე ლიფტები განახლდა, 13 მისამართზე მრავალბინიანი კორპუსების სახურავები რეაბილიტირდა, ცხრა მისამართზე წყალარინების ქსელები მოწესრიგდა.

 

სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოს განხორციელებისას, პროექტების ღირებულების 5-10% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება. ამხანაგობა ვალდებულია, პროგრამის ფარგლებში რეაბილიტირებული და საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა განახორციელოს.

 

სარეაბილიტაციო პროექტების გარდა, ვაკის რაიონში, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, ასევე, კულტურული, საბავშვო და სპორტული სამი ღონისძიება ჩატარდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner