„საქართველო დიდად აფასებს ხორვატიის მხარდაჭერას ჩვენი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე“ წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საქართველო და ხორვატია იზიარებენ ისტორიულ, კულტურულ და ევროპულ ფასეულობებს.
„მიხარია ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ანდრეი პლენკოვიჩთან შეხვედრა. ჩვენი ქვეყნები იზიარებენ ისტორიულ, კულტურულ და ევროპულ ფასეულობებს. საქართველო დიდად აფასებს ხორვატიის მხარდაჭერას ჩვენი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი”, - აღნიშნავს პრემიერი.