logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: FARA-ს დახმარებით ისიც კი შევიტყვეთ, თუ როგორ იცავდა ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს, სულ რაღაც 11559 დოლარად
- +

24 ივლისი. 2023. 16:56

 

 

„მეოთხე პრეზიდენტმა ილფისა და პეტროვის „ოქროს კერპი“ და მისი პერსონაჟი, შურა ბალაგანოვი გამახსენა . აი გამილიონერებული ოსტაპ ბენდერი რომ იპოვის სადგურის დარბაზში ამ გაბომჟებულ შურას, აჭმევს, ასმევს და შეეკითხება, - შურა, სრული ბედნიერებისათვის რამდენი გეყოფაო? პასუხად კი მიიღებს: „ასი რუბლი!“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

 

მისი თქმით, ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს თითქმის 12 ათას დოლარად იცავდა.

 

„ამერიკული რუსული კანონის FARA-ს დახმარებით ისიც კი შევიტყვეთ, თუ როგორ იცავდა ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს სულ რაღაც 11 559 დოლარად. როგორი მოკრძალებული „უანგარობაა“ ამ თანხაში, როგორი კოლეგიალური გვერდში დგომა... მეოთხე პრეზიდენტმა ილფისა და პეტროვის „ოქროს კერპი“ და მისი პერსონაჟი, შურა ბალაგანოვი გამახსენა . აი გამილიონერებული ოსტაპ ბენდერი რომ იპოვის სადგურის დარბაზში ამ გაბომჟებულ შურას, აჭმევს, ასმევს და შეეკითხება, - შურა, სრული ბედნიერებისათვის რამდენი გეყოფაო? პასუხად კი მიიღებს: „ასი რუბლი!“. არა, ვერ გამიგეო, - უთხრა ოსტაპმა - ახლა კი არა, საერთოდ, სრული ბედნიერებისათვის, აი, კარგად რომ იგრძნო თავი ამ წუთისოფელშიო. ბალაგანოვი დაფიქრდება და ეტყვის: ექვსი ათას ოთხასი მანეთიო!“ - წერს დავით ქართველიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner