ხუთი ქვეყნის სამართალდამცველებმა კონტინენტთაშორისი კრიმინალური ქსელის საქმიანობა აღკვეთეს, რომელსაც კუბიდან ევროკავშირში მიგრანტები არალეგალურად გადაჰყავდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ევროპოლისა და ინტერპოლის ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში, სამართალდამცველებმა 62 პირი დააკავეს.
ევროპოლის განცხადებაში ნათქვამია, რომ კრიმინალური ქსელის სამიზნე მოწყვლად სიტუაციაში მყოფი კუბელები იყვნენ და რომ 9 000 ევროს სანაცვლოდ ევროპაში მათ გადაყვანას ახორციელებდნენ და ყალბ საბუთებს აძლევდნენ.
არსებობს ეჭვი, რომ კრიმინალურმა ქსელმა აღნიშნული სქემის მეშვეობით კუბის 5000-მდე მოქალაქე გადაიყვანა ევროკავშირში.