უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევა განრიგს ჩამორჩება, თუმცა არ ღელავს, რადგან ოპერაცია გეგმის მიხედვით მიდის. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა რამდენიმე მიზეზი ჩამოთვალა, თუ რატომ შეიძლება იყოს კონტრშეტევა მოსალოდნელზე უფრო ნელი, მათ შორის დაასახელა ისთი მიზეზები, როგორიცაა საბრძოლო მასალა, საარტილერიო ჭურვები და საარტილერიო სისტემები.
„ეს საჰაერო თავდაცვის საკითხია. ჩვენ ასევე გვაქვს ბრძოლის ველის ძალიან გრძელი ხაზი. ჩვენ გვყავს მტერი, რომელსაც დიდი რაოდენობით სამხედროები ჰყავს. ასე რომ, ეს არის ომი, ეს არ არის კომპიუტერული თამაში“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა CNN-თან ინტერვიუში.