logo_geo
eng_logo
ანტონიო გუტერეში რუსეთს მოუწოდებს, დაუბრუნდეს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას
- +

24 ივლისი. 2023. 22:17

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში რუსეთს მოუწოდებს, დაუბრუნდეს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

რუსეთმა შეთანხმება ერთი კვირის წინ დატოვა და განაცხადა, რომ მისი მოთხოვნები საკუთარი სურსათისა და სასუქების ექსპორტის გასაუმჯობესებლად არ დაკმაყოფილდა.

შავი ზღვის ინიციატივის შეწყვეტით ყველაზე დაუცველები ყველაზე მაღალ ფასს გადაიხდიან. როდესაც სურსათის ფასები იზრდება, ყველა იხდის ამის ფასს. ეს განსაკუთრებით გამანადგურებელია დაუცველი ქვეყნებისთვის, რომლებიც იბრძვიან თავიანთი ხალხის გამოსაკვებად“, - აღნიშნა ანტონიო გუტერეშმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner