გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში რუსეთს მოუწოდებს, დაუბრუნდეს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.
რუსეთმა შეთანხმება ერთი კვირის წინ დატოვა და განაცხადა, რომ მისი მოთხოვნები საკუთარი სურსათისა და სასუქების ექსპორტის გასაუმჯობესებლად არ დაკმაყოფილდა.
„შავი ზღვის ინიციატივის შეწყვეტით ყველაზე დაუცველები ყველაზე მაღალ ფასს გადაიხდიან. როდესაც სურსათის ფასები იზრდება, ყველა იხდის ამის ფასს. ეს განსაკუთრებით გამანადგურებელია დაუცველი ქვეყნებისთვის, რომლებიც იბრძვიან თავიანთი ხალხის გამოსაკვებად“, - აღნიშნა ანტონიო გუტერეშმა.