logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე 12-პუნქტიან გეგმაზე: მე წარვადგინე დეტალური ანგარიში თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით, საიდანაც ჩანს, რომ ივნისის ბოლომდე რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი, ყველაფერი გაკეთდა
- +

25 ივლისი. 2023. 11:43

 

 

მე წარვადგინე დეტალური ანგარიში თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით, საიდანაც ჩანს, რომ ივნისის ბოლომდე რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი, ყველაფერი გაკეთდა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

 

მისი თქმით, ჯერჯერობით არ უთქვამთ არც ევროკავშირიდან, რას გულისხმობენ უფრო ფართო სასამართლო რეფორმაში.

 

„რჩება კანონმდებლობასთან დაკავშირებით სამი რეკომენდაცია. ერთი ეხება სასამართლო რეფორმას, უფრო ფართო რეფორმას და ამაზე ჩვენ ვითხოვთ კონკრეტიკას. ჩვენ არ ვიცით ამაში რა იგულისხმება და ჯერჯერობით არ უთქვამთ არც ევროკავშირიდან, რას გულისხმობენ უფრო ფართო სასამართლო რეფორმაში. როგორც კი გვექნება კონკრეტიკა ამასთან დაკავშირებით, მაშინვე დაიწყება მსჯელობა. ეს ერთი. სწორედ იმიტომ ვერ შესრულდა ეს პუნქტი, რომ არ ვიცოდით ამაში კონკრეტულად რა იგულისხმებოდა. რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, თავიდან მოხდა უკრაინული კანონის კოპირება, მერე გვითხრეს, რომ იქნებ არ მიიღოთ და ა.შ. გაგრძელდება დისკუსია. ჩვენთვის მთავარია, რომ არ დარჩეს ღია ჭრილობა. როცა გეუბნებიან, რომ საჭიროა დეოლიგარქიზაცია უნდა დაგვიკონკრეტონ კიდეც, ვინ არიან ოლიგარქები. რასას ციტატები არ არის მნიშვნელოვანი, ჩვენ გვაინტერესებს ევროკავშირი რას ფიქრობს. რასა არ არის ევროკავშირი, ის არის ერთ-ერთი ოდიოზური ევროპარლამენტარი. აქედან გამომდინარე, ვიდრე არ გვექნება ევროკავშირიდან კონკრეტიკა ამასთან დაკავშირებით, ჩვენ არ გვეცოდინება, რა გავაკეთოთ კანონმდებლობის კუთხით, ამიტომ აქაც გვჭირდება კონკრეტიკა. იმიტომ ვერ გავაკეთეთ ივნისის ბოლომდე ეს, რომ კონკრეტიკა არ გვქონდა და ველოდებით კონკრეტიკას. მესამე - „მანივალის“ რეკომენდაციები, ეს არის ნაკლებად პოლიტიზებული საკითხია, აქაც გვჭირდება კონკრეტიკა და ესეც გაკეთდება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დეტალური ანალიზიდან, ანგარიშიდან ჩანს, რომ ივნისის ბოლომდე რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი, ყველაფერი გაკეთდა ჩვენი მხრიდან“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner