logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე მიშა მშვილდაძის საქმეზე: უამრავი ადამიანი ტრიალებს საჯარო სივრცეში, მათ შორის შეიძლება დაემთხვეს, რომ იქ იყოს სუს-ის, პოლიციის თანამშრომელი
- +

25 ივლისი. 2023. 11:45

 

 

უამრავი ადამიანი ტრიალებს საჯარო სივრცეში, მათ შორის შეიძლება დაემთხვეს, რომ იქ იყოს სუს-ის, პოლიციის თანამშრომელი, ჯარისკაცი, ან ნებისმიერი მოქალაქე, - ასე უპასუხა უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალისტის კითხვას, რას ფიქრობს „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებლის განცხადებაზე, რომ 27 ივნისს მასზე თავდასხმა წინასწარ დადგმული და სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ორგანიზებული იყო, რადგან მასზე თავდასხმამდე აფთიაქში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფოტოგრაფი ნახა.

 

„უამრავი ადამიანი ტრიალებს საჯარო სივრცეში, მათ შორის შეიძლება დაემთხვეს, რომ იქ იყოს სუს-ის, პოლიციის თანამშრომელი, ჯარისკაცი, ან ნებისმიერი მოქალაქე. ადამიანი [სუს-ის ფოტოგრაფი] ამბობს, რომ კონკრეტულ სამსახურებრივ საქმეს ასრულებდა. თქვენ [„ფორმულას“ ჟურნალისტს მიმართავს] შეგიძლიათ სხვა ვერსია განავითაროთ, რისთვისაც არ გაქვთ არანაირი საფუძველი. თუ რაიმე კითხვები გაქვთ გამოძიებასთან, მიმართეთ გამოძიებას. თქვენი არხი არ არის კრიტიკული არხი. თქვენი არხი არის ყველაზე არაკრიტიკული არხი, როდესაც ემსახურებით კეზერაშვილს და არავითარი კრიტიკული შეკითხვა არ გაქვს ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner