logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: დღეს იმართება შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან - მნიშვნელოვანია ეს, რათა ერთად ვიმსჯელოთ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტზე, რომელიც დაკავშირებულია ევროინტეგრაციასთან
- +

25 ივლისი. 2023. 12:11

 

 

დღეს იმართება შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ამ შეხვედრას ესწრება ევროკავშირის ელჩი, ესწრება დიპლომატიური კორპუსი. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს შეხვედრა, რათა ერთად ვიმსჯელოთ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტზე, რომელიც დაკავშირებულია ევროინტეგრაციასთან, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, დღეს 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შედგება დეტალური მსჯელობა.

 

„შეხვედრაზე საუბარი ეხება არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსის მიღებას, არა მხოლოდ 12 პუნქტის შესრულებას, არამედ ზოგადად ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც უნდა გადაიდგას ევროინტეგრაციის მიმართულებით ჩვენი ქვეყნის მიერ. ეს კონსულტაციები და შეხვედრა არის მნიშვნელოვანი, დღეს თითოეულ თემასთან დაკავშირებით იქნება დისკუსია, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების მხრიდან იქნება წარდგენილი ანგარიში თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით. ამის შემდეგ გაიმართება დისკუსია. ჩვენი პოზიცია იცით 12 პუნქტთან დაკავშირებით, ივნისის ბოლომდე, რისი გაკეთებაც იყო პრაქტიკული თვალსაზრისით შესაძლებელი, ყველაფერი გაკეთდა საპარლამენტო უმრავლესობის, მმართველი გუნდის მიერ და ამ თემებთან გვექნება სწორედ შეხება დღევანდელ შეხვედრაზე. ყველა თემა იქნება განხილული პუნქტობრივად. თითოეულ საკითხთან დაკავშირებით გვექნება მსჯელობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner