logo_geo
eng_logo
„მთელი ჩრდილოატლანტიკური საბჭო, მათ შორის გენერალური მდივანი, საქართველოში ვიზიტს დიდი მოლოდინით ელის“
- +

6 სექტემბერი. 2016. 11:26



კავკასიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის თბილისში ჩატარება საქართველოსადმი ალიანსის მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულებაა.



მთელი ჩრდილოატლანტიკური საბჭო, მათ შორის გენერალური მდივანი, საქართველოში ვიზიტს დიდი მოლოდინით ელის. პირველ რიგში, ეს არის შანსი რომ კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი იმ ახლო ურთიერთობას, რომელიც ჩვენ გვაკავშირებს და მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას იმ შრომისთვის, რაც მან საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით, განსაკუთრებით კი NATO-სთვის გასწია, ასევე საიმისოდ, რომ კიდევ ერთხელ გადავხედოთ არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესს, რომელშიც აშკარა პროგრესს ვხედავთ. ვიზიტი კარგი შანსია იმისთვის, რომ გამოვხატოთ ჩვენი მოლოდინი მოახლოებული არჩევნების დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარების შესახებაც. ჯამში, ვიზიტის ფარგლებში ბევრ ახალ და მნიშვნელოვან საკითხებს შევეხებით", - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.



საქართველოს ხვალ ჩრდილოატლანტიკური საბჭო ეწვევა. საბჭო თბილისში NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ხელმძღვანელობით ჩამოვა.


ხვალვე საქართველოს დედაქალაქში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა გაიხსნება, რომელსაც NATO-ს გენერალური მდივანი უხელმძღვანელებს.



ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის გარდა, რომელიც 7-8 სექტემბერსაა დაგეგმილი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებთან შეხვედრებსაც გამართავს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner