logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: რუსეთთან მთელი ჩვენი ვაჭრობის წილი რომ ავიღოთ, 0,3 %-ია, ამ დროს ევროკავშირის ქვეყნები რუსეთთან ასეულობით მილიარდს ვაჭრობენ წლის განმავლობაში
- +

25 ივლისი. 2023. 12:26

 

 

საგარეო ვაჭრობაში რუსეთის წილი 8%-ია, შეიძლება ნახევარი პროცენტი მეშლებოდეს. როდესაც საუბრობთ ვაჭრობის ზრდაზე, ეს უბრალოდ ტყუილია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

 

„რუსეთთან მთელი ჩვენი ვაჭრობის წილი რომ ავიღოთ, 0,3 %-ია, ამ დროს ევროკავშირის ქვეყნები რუსეთთან ასეულობით მილიარდს ვაჭრობენ წლის განმავლობაში, ასევე აშშ. რაც შეეხება სანქციებს, ჩვენ მის დაწესებას არ და ვერ განვიხილავთ. ყველა პარტნიორს ავუხსენით, რატომ არ ვაწესებთ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და წესით, ეს მიზეზები ყველასთვის ცხადი და გასაგები უნდა იყოს“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner