logo_geo
eng_logo
თამაზ ბაკურიძე: ციხისძირში ნარგავებთან არსებული მიწა მიხეილ სააკაშვილმა ოფშორულ კომპანიას ერთ ლარად გადასცა
- +

17 თებერვალი. 2016. 11:29


უფლებადამცველ თამაზ ბაკურიძის ინფორმაციით, სოფელ ციხისძირში ნარგავების მიმდებარედ არსებული მიწა ოფშორულ კომპანიას 1 ლარად ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადასცა. როგორც ბაკურაძე განმარტავს, აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელ ამონაწერს, ხვალ, ბათუმში „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" ოფისში დაგეგმილ ბრიფინგზე წარადგენს.


ბაკურიძე, ბრიფინგის შემდეგ, ერას მოედანზე იპოთეკარებს შეხვდება და მათთან ერთად გადაინაცვლებს ბათუმის ბულვარში მდებარე ყოფილი ტექნოლოგიური ინსტიტუტის შენობასთან, სადაც 14:00 საათზე საპროტესტო აქცია გაიმათება. აქციაზე, თავის მხრივ, გააპროტესტებენ ციხისძირში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პროტესტს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner