logo_geo
eng_logo
ზვიად ტომარაძე: ეს არის მიზანმიმართული გეგმის ნაწილი! მიუღებელია მასწავლებლის ასე დამცირება!
- +

11 მარტი. 2016. 00:23



„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის დირექტორი  ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პედაგოგთა 83%-მა პროფესიული გამოცდის მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა დაგეგმილ პროპაგანდას ჰგავს:



„განათლების სისტემა მიზანმიმართული შეტევის ობიექტია! ამჯერად წარმატებით მიმდინარეობს მასწავლებელთა დისკრედიტაცია!

 

დღეს ცნობილი გახდა, რომ პედაგოგთა 83%-მა პროფესიული გამოცდის მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა!!!

 

მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ყველაფერი ხელოვნურად კეთდება. როგორ შეიძლება 83%-მა მინიმალური ზღვარი ვერ გადალახოს? დიდი ალბათობით საგამოცდო მასალაც ისეთივე აბდაუბდა, გაუგებარი და ნაჯახირები ტექსტით იქნება შედგენილი, როგორიც ახალი საგნის (მე და საზოგადოება) სტანდარტის თავდაპირველი ვარიანტი იყო.

 

ჩემთვის მიუღებელია მასწავლებლის ასე დამცირება. აუცილებლად გასაუქმებელია სასერთიფიკატო გამოცდები. დღეს რუსთავი2-ზე ამ თემაზე გასულ სიუჟეტში უკვე ღიად განაცხადეს, რომ უნდა მოხდეს ამჟამად მომუშავე პედაგოგების ჩანაცვლება ახალი კადრებით!!! ეს არის მიზანმიმართული გეგმის ნაწილი! სწორედ ამ მიზნის მისაღწევად კეთდება ეს ყველაფერი! ნებისმიერ შემთხვევაში, აღნიშნული ფაქტი ნათლად მეტყველებს, რომ განათლების მინისტრი და მისი კანტორის უმაღლესი თანამდებობის პირები ვერ ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობას და უნდა გადადგნენ თანამდებობიდან!!!

 


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner