logo_geo
eng_logo
არჩილ გამზარდია: „რესპუბლიკელების“ არაადეკვატური თავდაჯერებულობა მათ კომპლექსებზე მიუთითებს
- +

6 სექტემბერი. 2016. 11:29



ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში რესპუბლიკური პარტიის მისამართით სტატუსს აქვეყნებს და ამბობს, რომ მათი არაადეკვატური თავდაჯერება მათ დაბალ თვითშეფასებაზე მიუთითებს.



„ბიძინა ივანიშვილმა „რესპუბლიკელებს" აღარ ჩამოურიგა საპარლამენტო მანდატები და ფული და რესპუბლიკელებმაც წყევლა-კრულვა-ქოქოლა-ლანძღვა-გინება მიაყოლეს...

 

მდაბიოა ჩვენი პოლიტიკა, მდაბიოა ჩვენი პოლიტიკური პარტიების მნიშვნელოვანი ნაწილი, მდაბიოა ჩვენი ზოგიერთი და მრავალი პოლიტიკოსი, რა გინდ თავდაჯერებულობას უნდა გვიმტკიცებდეს.

 

აქვე ვიტყოდი, რომ რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლების ასეთი არაადეკვატური თავდაჯერებულობა საპირისპიროზე უფრო მიუთითებს - მათ კომპლექსებსა და მათ დაბალ თვითშეფასებაზე", - წერს არჩილ გამზარდია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner