logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძემ იაპონიის ახლად დანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
- +

25 ივლისი. 2023. 16:29

 

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ იაპონიის ახლად დანიშნულ ელჩ ჰიდეკი იშიძუკასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

 

მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოსა და იაპონიას შორის არსებულ პოლიტიკურ ურთიერთობებს. ისაუბრეს გააქტიურებულ საპარლამენტო კავშირებსა და აგვისტოს თვეში, იაპონიაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის დაგეგმილ ვიზიტზე.

 

შეხვედრისას განიხილეს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული ურთიერთობები და აღნიშნეს, რომ მეტ ყურადღებას გაამახვილებენ იმ სფეროებზე, სადაც არის ურთიერთობების გაღრმავების პოტენციალი  მათ შორის, ხაზი გაესვა იაპონური ინვესტიციების გაზრდის შესაძლებლობებს.

 

მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონული უსაფრთხოების გარემო, არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.

 

შეხვედრისას, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში არსებულ რთულ ვითარებაზე და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა.

 

ელჩმა იაპონიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner