logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: ევროკავშირის მიერ რეკომენდებული პუნქტების შესრულებისთვის პარლამენტმა ძალიან დიდი შრომა გაწია
- +

25 ივლისი. 2023. 18:09

 

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტმა ევროკავშირის მიერ რეკომენდებული 12 პუნქტის შესასრულებლად დიდი შრომა გაწია და ხელშესახები პროგრესი აქვს.

 

პარლამენტმა ძალიან დიდი შრომა გაწია იმისთვის, რომ ეს [ევროკავშირის მიერ რეკომენდებული 12 პუნქტი] შესრულებულიყო. დეპოლარიზაციის პუნქტი, ეს არის გამოწვევა. როგორ შეიძლება ეს შესრულებულად ჩაითვალოს და ვინ იქნება გარანტი იმის, რომ დეპოლარიზაცია აღარ იქნება. ასევე იცით, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევასთან დაკავშირებით ნაწილობრივად არის შესრულებული, თუმცა მმართველი პარტიის მხრიდან მაქსიმალური ძალისხმევა იქნა გაწეული, რომ ეს პუნქტი სრულად შესრულებულიყო. რაც შეეხება ყველა სხვა პუნქტს და ყველა სხვა საკითხს, გვაქვს ხელშესახები პროგრესი“ , - განაცხადა ოხანაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner