ქართველი ისტორიკოსები სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს მიმართავენ. მიმართვა „საქართველოს რესპუბლიკაში“ დაიბეჭდა.
პატივცემულო ნიკოლ ვოვას ძე!
გამოვხატავთ ჩვენ პატივისცემას თქვენ მიმართ თქვენი ძალისხმევისთვის სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ჩვენს ორ მეზობელთან – თურქეთის რესპუბლიკასთან და აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან.
ჩვენმა საერთო კავკასიურმა სახლმა უნდა ჩამოაყალიბოს ახალი და მშვიდობიანი მიდგომა იმის გასაცნობიერებლად, თუ როგორ გავაგრძელებთ ცხოვრებას.
ვიცხოვრეთ მშვიდობიანად და ჰარმონიაში, ან განვაგრძეთ ჩვენი სახელმწიფოებისა და სამოქალაქო საზოგადოებების ცნობიერების დაბინძურება სიძულვილითა და მტრობით.
ამის შესაჩერებლად და ახალი პერსპექტივების შესაქმნელად, ხელახლა უნდა გავაანალიზოთ, თუ რა ახდენს გავლენას ჩვენს დღევანდელობასა და მომავალზე..
მოგეხსენებათ, სახელმწიფოების პოზიციებსა და პოლიტიკაზე გავლენის ერთ-ერთი ფაქტორი ისტორიული წარსულია.
მისი ყოვლისმომცველი და ობიექტური შესწავლისთვის აუცილებელია საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის სახელმწიფო ისტორიულ არქივებში დაცული საარქივო წყაროებისა და დოკუმენტების უფრო საფუძვლიანი შესწავლა.
ამ პროცესის დასაწყებად ძალიან მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიისა და მთელი რეგიონის ქვეყნების ხელმძღვანელობამ პოლიტიკური ნება გამოავლინოს.
მოგეხსენებათ, საქართველოს, თურქეთის რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის არქივებმა მე-18, მე-19, მე-20 საუკუნეების ისტორიული მასალების სრული შესწავლის ნებართვა გასცეს.
იმისათვის, რომ გადაილახოს რეგიონში სამშვიდობო ინიციატივებისა და პროცესებისთვის წარმოქმნილი დაბრკოლებები და კიდევ უფრო ღრმად მოხდეს მე-20 საუკუნის დასაწყის აქ მიმდინარე პროცესების ანალიზი, დღეს დადგა დრო, როდესაც სომეხმა ისტორიკოსებმას მჭიდრო კავშირი უნდა დაამყარონ თურქეთის რესპუბლიკის მეცნიერებთან და არქივებთან, სადაც სომეხი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე ცხოვრობდა.
შეგახსენებთ, რომ ამ მიზნით, თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა რამდენიმე წლის წინ გამოაცხადა სომეხი მეცნიერებისთვის თურქული არქივების გახსნის შესახებ და შესთავაზა ოფიციალურ ერევანს იგივე გააკეთოს, ანუ დაუშვას სომხურ ისტორიულ არქივებზე წვდომა ყველასთვის, მათ შორის სომეხი მეცნიერებისთვის. სომხეთის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ამაზე უარი განაცხადა და თქვა, რომ ამის საჭიროება არ იყო, რადგან მათ, სავარაუდოდ, უკვე ყველაფერი იცოდნენ.
პატივცემულო ნიკოლ ვოვას ძე!
გთხოვთ, არ გაიმეოროთ სომხეთის წარსული ლიდერების შეცდომები და ბიძგი მისცეთ სომხეთის საარქივო დეპარტამენტის სახელმწიფო სტრუქტურებსა და თურქეთისა და აზერბაიჯანის შესაბამის საარქივო განყოფილებებს შორის თანამშრომლობის პროცესების დაწყებას.
გთხოვთ, დაიწყოთ მნიშვნელოვანი ეტაპი ყოვლისმომცველი მშვიდობის გზაზე – დაუშვათ სომეხი მკვლევარებისა და მეცნიერების შეუფერხებელი წვდომა თვით სომხეთის ისტორიულ არქივებთან, ასევე შესაძლებლობა მიეცით საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და თურქეთის რესპუბლიკის ისტორიკოსებს თავისუფლად გამოიყენოს სომხური არქივების საარქივო მასალები.
ღრმა პატივისცემით, საქართველოს ისტორიკოსები.
მიმართვას ხელს აწერენ ისტორიკოსები:
ვ. შუბითიძე
ე. გვენეტაძე
ი. კვესელავა
ვ. მოდებაძე
ვ. ქავთარაძე
კ. ქეცბაია
მ. იზორია.