logo_geo
eng_logo
ავთანდილ თალაკვაძე: მოვიდა დრო ვიმსჯელოთ და ერთად გადავწყვიტოთ თუ რა უნდა გაკეთდეს ოზურგეთის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ მოედანზე
- +

25 ივლისი. 2023. 21:04

"ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მოედანი და მისი ცენტრალური სივრცე - წრე, უკვე წლებია ცარიელია. მოვიდა დრო ვიმსჯელოთ და ერთად გადავწყვიტოთ თუ რა უნდა გაკეთდეს ამ ადგილას," - ამის შესახებ ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე Facebook-ზე წერს.

რას იტყვით ჩემო ძვირფასო ოზურგეთელებო, გურულებო? ჩვენი კუთხის ისტორიამ და ჩვენმა წინაპრებმა არ დაიმსახურეს აქ რამე გამორჩეული დაიდგას მათი გმირული თავგადასავლების აღსანიშნავად - ისეთი, რომ აქაურებს სიამაყით აგვავსებს და ოზურგეთში ჩამოსულ სტუმარსაც გურულების ამბავს მოუყვება?! ასეთი სივრცის გამოუყენებლობა არ შეიძლება“, - წერს თალაკვაძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner