logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ქართველ ხალხს ახლა სჭირდება ევროკავშირში ინტეგრაციის მხრივ გულშემატკივრობა, ჩვენ გვჭირდება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ არა ჩასაფრებულები, არამედ ამ პროცესის გულშემატკივრები
- +

25 ივლისი. 2023. 22:16

"ქართველ ხალხს ახლა სჭირდება ევროკავშირში ინტეგრაციის მხრივ გულშემატკივრობა, ჩვენ გვჭირდება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ არა ჩასაფრებული კრიტიკოსები, არამედ ამ პროცესის გულშემატკივრები. თუ ისინიც გააცნობიერებენ, რომ ეს არის ჩვენი საერთო ამოცანა, მაშინ წარმატება გარდაუვალია," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, დღეს გამართულ კონფერენციაზე ევროკომისიის შუალედურ ანგარიშთან დაკავშირებით იყო მსჯელობა, რომელიც დადებითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს ქმნის.

„რაც შეეხება რეკომენდაციების შესრულებას, დღეს გამართულ კონფერენციაზე ჩვენ შუალედურ ანგარიშთან დაკავშირებითაც გვქონდა მსჯელობა. თუ ავიღებთ ტემპებს, იქნება ეს საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, ვნახავთ, რომ ერთნაირია, 2-3 რეკომენდაცია ჩაითვალა შესრულებულად, სხვა რეკომენდაციებში არის მნიშვნელოვანი პრინციპული წინსვლა. სხვათა შორის, ეს არასამთავრობო სექტორმაც აღნიშნა, ივნისამდე არსებული მდგომარეობიდან განსხვავებით, ჩვენ ამ შუალედური ანგარიშით შეგვიძლია შევიქმნათ კონკრეტული წარმოდგენა თუ რა მოლოდინი აქვს ევროკავშირს. ჩვენ კომუნიკაციაში ვართ ევროკავშირთან, რათა ეს მოლოდინი ერთმანეთს დაემთხვეს და არ დავიჩაგროთ უსამართლო გადაწყვეტილებით. ჩვენ როგორც ვიყავით ლიდერი, ასევე ვრჩებით ლიდერი არა მხოლოდ უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით, არამედ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, რომელსაც დეკემბერში მიენიჭა სტატუსი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner