logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი: ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიციამ ახლა მაინც გამოიჩინოს კონსტრუქციული მიდგომა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისადმი, კვლავ იგივე რიტორიკას აგრძელებენ
- +

25 ივლისი. 2023. 23:09

"ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიციამ ახლა მაინც გამოიჩინოს კონსტრუქციული მიდგომა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისადმი, კვლავ იგივე რიტორიკა გრძელდება," - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის დიდ ნაწილს ევროინტეგრაციის პროცესისადმი პასუხისმგებლობის გაცნობიერება არ სურს.

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ საგნობრივი დისკუსია გვქონდეს. სამწუხაროდ ოპოზიცია ვერ ხედავს, რომ ამ პროცესში არის პასუხისმგებლობა, რომელიც ყველა პოლიტიკოსს აკისრია და რომელიც რეკომენდაციებით მათ თავად ევროკავშირმა დააკისრა. როდესაც ჩართულობაზეა საუბარი, აქ მხოლოდ კრიტიკით ჩართულობაზე არაა საუბარი, არამედ კონსტრუქციულ დიალოგზე. ოპოზიციის დიდი ნაწილი ამ პასუხისმგებლობას არც აცნობიერებს და არც სურს, რომ გააცნობიეროს“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner