"ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიციამ ახლა მაინც გამოიჩინოს კონსტრუქციული მიდგომა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისადმი, კვლავ იგივე რიტორიკა გრძელდება," - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის დიდ ნაწილს ევროინტეგრაციის პროცესისადმი პასუხისმგებლობის გაცნობიერება არ სურს.
„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ საგნობრივი დისკუსია გვქონდეს. სამწუხაროდ ოპოზიცია ვერ ხედავს, რომ ამ პროცესში არის პასუხისმგებლობა, რომელიც ყველა პოლიტიკოსს აკისრია და რომელიც რეკომენდაციებით მათ თავად ევროკავშირმა დააკისრა. როდესაც ჩართულობაზეა საუბარი, აქ მხოლოდ კრიტიკით ჩართულობაზე არაა საუბარი, არამედ კონსტრუქციულ დიალოგზე. ოპოზიციის დიდი ნაწილი ამ პასუხისმგებლობას არც აცნობიერებს და არც სურს, რომ გააცნობიეროს“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.