logo_geo
eng_logo
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი, დონალდ მაკლარენი გარდაიცვალა
- +

25 ივლისი. 2023. 23:10

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი, დონალდ მაკლარენი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Edinburgh News-ი ავრცელებს.

დონალდ მაკლარენი საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის მოვალეობებს 2004-2007 წლებში ასრულებდა.

დონალდ მაკლარენი ბრიტანეთის საგარეო უწყებას 1978 წელს შეუერთდა. დიპლომატიური კარიერის განმავლობაში, ის მუშაობდა ბერლინში, მოსკოვში, ჰავანაში, კარაკასსა და კიევში, ხოლო ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წელს დატოვა.

დონალდ მაკლარენს საქართველოსთან განსაკუთრებით თბილი ურთიერთობა აკავშირებდა. მას ქართველი სიძე ჰყავს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner