logo_geo
eng_logo
დღეს ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრება
- +

26 ივლისი. 2023. 10:05

 

 

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრება.

 

მთავრობის მეთაური, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ჩენგტუში FISU-ს 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. წელს მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშებში 50 ქართველი სტუდენტი მონაწილეობს.

 

FISU-ს 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად პეკინში გაემგზავრება.

 

ვიზიტის ფარგლებში, პეკინსა და ჩენგტუში დაგეგმილია ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრების გამართვა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner