სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია. ფინალში ქართველმა სპორტსმენმა ამერიკელ ელი დერშვიცთან წააგო.
მსოფლიოს N1-მა ხმლით მოფარიკავემ მიმდინარე სეზონში უკვე უნიკალური მიღწევა დააფიქსირა, 2022/23 წლების სეზონის ყველა (11) ძირითად ტურნირზე (მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, ევროპული თამაშები, გრან-პრი, მსოფლიო თასი) მედალი მოიპოვა, აქედან 10-ჯერ ფინალში იასპარეზა.
საერთო ჯამში, სანდრო ბაზაძე წინა სეზონიდან მოყოლებული კვარცხლბეკზე მეთოთხმეტე შეჯიბრს ასრულებს.