საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" ამბობს, რომ „ქართული ოცნება" არ არის დოგმა და პარტია, რომელზეც ის ოცნებობს და თუ რაიმე სტანდარტი დაირღვევა, არავის დაზოგავს.
„ქართული ოცნება" არ არის ჩემთვის დოგმა და რაღაც პარტია, რომელზეც მე ვოცნებობ. ის არის დღეს, საუბედუროდ, ერთადერთი, ვისაც შეუძლია ქვეყნის იმ სტანდარტებით მართვა. სააკაშვილს, რომელიც თავის დროზე მადლობებს მიხდიდა, ვეუბნებოდი, მადლობას ნუ მიხდი, მე ამას საშენოდ არ ვაკეთებ, სანამ შენ ჩემი ქვეყნისთვის სასარგებლოდ იქცევი, სანამ პოზიტიურად მიგყავს ქვეყანა, მე შენ მხარში დაგიდგები და თუ არა, პირველი მე დაგიდგები წინ. „ქართული ოცნება" და კვირიკაშვილი დღეს ამას ნამდვილად არ იმსახურებს, მაგრამ, ზოგადად შემიძლია ვთქვა, თუ ეს სტანდარტები დაირღვევა, სხვაზე ადრე დავინახავ და არ არსებობს, რომ ვინმე დავზოგო", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.