logo_geo
eng_logo
ეკა სეფაშვილი: კონფერენციაზე გამოიკვეთა, რომ ევროკავშირის 12 პუნქტიდან ძირითადი ნაწილი შესრულებულია
- +

26 ივლისი. 2023. 11:22

 

 

„ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საქართველოში მიმდინარე კონფერენციასთან დაკავშირებით, რომლის სახელწოდებაა „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ და რომელშიც მონაწილეობა დეპუტატმა მიიღო, კომენტარი გააკეთა.

 

მისი თქმით, კონფერენციაზე ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულების თაობაზე განსხვავებული მოსაზრებები გამოიკვეთა.

 

კონფერენციაზე, რომელიც იყო საქართველოს პარლამენტსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო პლატფორმას შორის დიალოგი ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულების თაობაზე, გამოიკვეთა რომ მათი შესრულების მხრივ არსებობს განსხვავებული მოსაზრებები და განსხვავებული მიდგომები, თუმცა ცალსახაა, რომ ძირითადი ნაწილი შესრულებულია. რჩება ორი საკითხი: დეპოლარიზაცია, რომლის რეცეპტი ჩვენ არ ვიცით, იქიდან გამომდინარე, რომ მოწინააღმდეგე მხარე არ ცდილობს არანაირად აქეთკენ ნაბიჯების გადმოდგმას; მეორე საკითხი კი ეხება დეოლიგარქიზაციას. აქაც ევროკომისიის დასკვნას ველოდებით.“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

 

საქართველოში გაიმართა კონფერენცია „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“, რომელშიც მონაწილეობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, პარლამენტის დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა მიიღო.

 

კონფერენცია საქართველოს პარლამენტის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის და საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით ჩატარდა. მასში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის, საქართველოს ეროვნული პლატფორმისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

 

კონფერენციის თემა საქართველოს მიერ ევროკავშირისგან მიღებული 12 რეკომენდაციის შესრულება, ასევე, ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე რეფორმები იყო, რაზეც საქართველოს პარლამენტის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის დისკუსია გაიმართა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner