logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ვგეგმავთ თბილისის მეტროსადგურების განახლების ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევას და დეტალური დიზაინის შემუშავებას
- +

26 ივლისი. 2023. 11:38

 

 

აზიის განვითარების ბანკის (ADB) „საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამის“ ფინანსური მხარდაჭერით, ვგეგმავთ თბილისის მეტროსადგურების განახლების ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევას და დეტალური დიზაინის შემუშავებას“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, კვლევისა და სამშენებლო სამუშაოების ჩათვლით მეტროს განახლებისთვის „აზიის განვითარების ბანკისგან“ დაახლოებით 20 მლნ დოლარია გამოყოფილი.

 

„ADB-ის (ეი დი ბის) სტანდარტებით გამოცხადებულ კონკურსში გვყავს გამარჯვებული ავსტრიული კომპანია, რომელთანაც ამ დღეებში გაფორმდება ხელშეკრულება. საქართველოში ჩამოდის კომპანიის გუნდის ხელმძღვანელი, დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები, მათ შორის აზიის განვითარების ბანკთან. ამის შემდეგ, ზემოაღნიშნული კომპანია დაიწყებს კონტრაქტით გათვალისწინებული საკონსულტაციო მომსახურების გაწევას, რომლისთვისაც განსაზღვრულია 10-თვიანი ვადა. მომსახურების ფარგლებში, კომპანია შეისწავლის 12 მეტროსადგურის გამტარუნარიანობას, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების წვდომადობას, მისი გაუმჯობესების მიზნით.

 

როგორც რამდენიმე კვირის წინ ვთქვი, მეტროს მოდერნიზაციის პროექტის განხორციელებისთვის ჩვენ ასევე მივიღეთ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერა (სესხი) და ვფიქრობ, ამ ორი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტის დახმარებით დედაქალაქს ექნება გამართული, მოდერნიზებული და კომფორტული მეტროსადგურები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner