logo_geo
eng_logo
კასპის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება
- +

26 ივლისი. 2023. 11:45

 

 

ქალაქ კასპში წერეთლის ქუჩაზე ასფალტის მეორე ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და მერის პირველი მოადგილე დავით ქისიშვილი სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

 

პროექტის ფარგლებში 1 500 გრძივ მეტრ ქუჩაზე მოეწყო ეზოში შესასვლელები, საფეხმავლოები, რკინაბეტონის კიუვეტები ცხაურებით, წყალ ამრიდი ღარები, ასევე მოეწყობა საგზაო ნიშნები.

 

პროექტს შპს „დინ გრუპი“ აწარმოებს, სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის ბიუჯეტი 840 008 ლარს შეადგენს.

 

როგორც ვახტანგ მაისურაძემ აღნიშნა - წერეთლის ქუჩაზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა,  პროექტის დასრულების შემდეგ კი მოსახლეობას   კეთილმოწყობილი და კომფორტული ქუჩით შეეძლებათ  სარგებლობა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner