logo_geo
eng_logo
დიდ დიღომში, საფეხბურთო ცენტრის მიმდებარედ რეკრეაციული სივრცე მოეწყო
- +

26 ივლისი. 2023. 12:23

 

 

საბურთალოს რაიონის გამგეობამ დიდ დიღომში, ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო  ცენტრის მიმდებარედ,  5 000 კვ.მ   ფართობზე  რეკრეაციული სივრცე მოაწყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, ადგილობრივი მოსახლეობის სურვილი - აღნიშნულ ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცე მოწყობილიყო, დაკმაყოფილებულია.

 

ადგილობრივი მოსახლეობა აღნიშნულ ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი პროექტის - საფეხბურთო მოედნის მოწყობას აპროტესტებდა. ისინი რეკრეაციულ სივრცეს ითხოვდნენ. მათი სურვილი შესრულებულია. საბურთალოს რაიონის გამგეობამ, აღნიშნულ მონაკვეთზე, 5 000 კვ.ფართობზე დასასვენებელი სივრცე მოაწყო. ტერიტორიაზე დაირგო, დაახლოებით, 600-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე,  დამონტაჟდა საპარკო ინვენტარი, გარე განათების ქსელი და სარწყავი სისტემა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner