logo_geo
eng_logo
იოჰანეს ჰანი საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციაზე: დაიმსახურეს!
- +

6 სექტემბერი. 2016. 11:39


 

ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტის (LIBE) მიერ საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის მხარდაჭერას მიესალმება.


მივესალმები ევროპარლამენტში გამართულ პოზიტიურ კენჭისყრას საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხზე და ევროკავშირის საბჭოსთან  მოლაპარაკებების დაწყების მხარდაჭერას", - წერს იოჰანეს ჰანი „ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.


ევროკომისარი იმედოვნებს, რომ ევროკავშირის საბჭო საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას მალე მიიღებს.


დაიმსახურეს! ვიმედოვნებ, რომ ახლა ევროკავშირის საბჭო  მიიღებს სწრაფ გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ", - წერს იოჰანეს ჰანი.


5 სექტემბერს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შესახებ ანგარიშს. საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას 44-მა დეპუტატმა მისცა ხმა, წინააღმდეგი კი 5 იყო. ამასთან, კომიტეტის წევრებმა 44 ხმით 5-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხზე ევროკავშირის საბჭოსთან და ევროკომისიასთან მოლაპარაკებების დაწყებას. 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner